გადახდა, გაუქმება და დაბრუნება
ბოლო განახლება: 2026-09-05
ეს გვერდი აღწერს, როგორ ხდება Skano-ს გეგმების გადახდა, როგორ აუქმებ გამოწერას და როდის ბრუნდება თანხა. თუ რამე გაუგებარია, მოგვწერე – ვამჯობინებთ კითხვას, ვიდრე უსიამოვნო გაკვირვებას.
რა ღირს
Starter გეგმა უფასოა და გადახდას არ ითხოვს. Pro და Business – ყოველთვიური გამოწერა, ფასი მითითებულია ლარში, დღგ-ს ჩათვლით. გეგმის ფასი და ლიმიტები მთავარი გვერდის ფასების განყოფილებაშია.
საცდელი პერიოდი
Pro-ს 14-დღიანი საცდელი პერიოდი ბარათის მიბმას არ ითხოვს. საცდელის დასრულებისას ავტომატური ჩამოჭრა არ ხდება – ანგარიში უბრალოდ უფასო გეგმაზე ბრუნდება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტ გაგრძელებას.
გაუქმება
გამოწერას ნებისმიერ დროს აუქმებ პანელიდან ან ერთი წერილით. გაუქმების შემდეგ სერვისი მოქმედებს უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე. მენიუ, QR კოდები და ანალიტიკა რჩება – ანგარიში უფასო გეგმის ლიმიტებზე გადადის.
თანხის დაბრუნება
თუ პირველი გადახდიდან 14 დღეში მიხვდები, რომ Skano არ გერგება, დაგიბრუნებთ სრულ თანხას – მიზეზის ახსნის გარეშე. ამის შემდეგ მიმდინარე პერიოდის გამოუყენებელი ნაწილი აღარ ბრუნდება, მაგრამ გამოწერა აღარ განახლდება. თუ სერვისი ჩვენი ბრალით ხანგრძლივად მიუწვდომელი იყო, დროის პროპორციულად დაგიბრუნებთ თანხას ან გაგიგრძელებთ პერიოდს.
როგორ მოვითხოვო
მოგვწერე ანგარიშის ელ. ფოსტიდან და მოკლედ აღწერე, რა მოხდა. ვპასუხობთ 1 სამუშაო დღეში; დამტკიცებული დაბრუნება ბრუნდება იმავე გზით, რომლითაც გადახდა შესრულდა, 10 სამუშაო დღეში.
ფასის ცვლილება
გეგმის ფასს თუ შევცვლით, მოქმედ კლიენტებს ვაფრთხილებთ მინიმუმ 30 დღით ადრე. ახალი ფასი ამოქმედდება მომდევნო პერიოდიდან და მანამდე გაუქმება ყოველთვის შეგიძლია.